09:26 - 14 Aug, 2026
|
2016-05-06 13:41:05, 890 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ვარაუდობს, რომ ლარი გამყარდება
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმედს გამოთქვამს რომ 2016 წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოში 3%-ზე მაღალი იქნება. როგორც ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, იანვრის მაჩვენებელი შედარებით სუსტი იყო. „თებერვალსა და მარტში ეკონომიკური ზრდა იანვართან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო. მარტში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 3.4%-იანი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება“, - განაცხადა ხადურმა. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ფინანსთა მინისტრს ლარის სამომავლო გამყარებასთან პროგნოზი, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ის პროგნოზის გაკეთებას არ აპირებს, თუმცა ვარაუდობს რომ ლარი გამყარდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)