02:53 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 15:09:25, 597 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზრის სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირება ხორციელდება ყველა ტიპის საწარმოში, სარეალიზაციო ობიქტში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკში. 

„საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მიმდინარე წელს 756 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ხორციელდება სათანადო რეაგირება, მოქმედებს საჯარიმო სანქციები, დარღვევების შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს ეძლევათ რეკომენდაციები და მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადები“, - აცხადებენ სეს-ში.

მათივე ცნობით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე საზოგადოებრივი კვების 118 ობიექტში ჩაატარა გეგმური ინსპექტირება, არაგეგმური კონტროლი ჩატარდა 47 მათგანში. დოკუმენტურად შემოწმებულია 591 სწრაფი კვების ობიექტი, საცხობი, პურ-ფუნთუშეულის წარმოება. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლისას გამოვლინდა 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა. არაკრიტიკული დარღვევების გამოსასწორებლად ბიზესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია და გონივრული ვადები, ხოლო კრიტიკულის გამო  7 მათგანს აეკრძალა სამეწარმეო საქმიანობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics