17:14 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 11:59:36, 1238 ნახვა

რეგიონი
ხულოში ე.წ. კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ჩატარდა

ხულოს გამგეობის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში დაავადება გამოვლინდა, რომელიც კარტოფილის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად აზიანებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული კვლევის შედეგად ნიადაგში აღმოჩნდა ე.წ. „კარტოფილის კიბო“ რომელიც ცნობილია კარტოფილზე მძიმე მავნებლური თვისებებითა და გამძლეობით.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა რეზისტენტული თვისებებით გამორჩეული კარტოფილის ჯიშების მოძიება და მათი ადგილობრივ მოსახლეობაზე გავრცელება.

„ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევის პირველი ფაზა, რის მიხედვითაც ხულოს მუნიცპალიტეტის 3 სოფელში არსებულ საცდელ ნაკვეთებზე კარტოფილის 13 სხვადასხვა რეზისტენტული ჯიშები და კლონები დაითესა. დაავადება გამძლე ჯიშებს შორის არის კარტოფილის ელიტური ჯიშები: მარფონა, მარაბელი, მესხური, აგრია, მესხური წითელი, და ჯავახეთური. საცდელ ნაკვეთებზე ადგილობრივ ჯიშებთან ერთად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის 3 კლონი (21, 22, 24) და ჰოლანდიური ჯიშები: სილვანა, ფაბულა და ფარიდა დაითესა“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 2016 წლის შემოდგომაზე მოხდება დათესილი მოსავლის აღება და შემდგომ მისი ლაბორატორიული კვლევა. კვლევითი ცენტრის - მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ხიდეშელის განმარტებით, დათესილი კარტოფილიდან ახლო მომავალში გამოვლინდება „კარტოფილის კიბოს“ რეზისტენტული და ადგილორივ პირობებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ჯიშები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით  ახლო პერიოდში სათესლე კართოფილის  ადგილობრივ ფერმერებზე გადაცემა მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics