|
2016-05-04 18:52:39, 3704 ნახვა
კულტურა
გიორგაძე: დიახ, ბიზნესმენები უერთდებიან check in georgia-ს, ეს ბიზნესის ძალიან ბუნებრივი სურვილია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის - „Check In Georgia” მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ეხმიანება. „პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ინფორმაცია კარგად გადამოწმდეს მის გაჟღერებამდე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პროექტ „ Check In Georgia”- ს ბიუჯეტი, არათუ 3 მილიონით, არამედ არც ერთი თეთრით არ გაზრდილა - უფრო მეტიც, ჯერ სრულად არც არის გამოყოფილი 29 მილიონი. თანხები ეტაპობრივად, საჭიროებისამებრ, გარკვეული ტრანშებით გამოიყოფა; აღნიშნული 3 მილიონი ერთ-ერთი მომდევნო ტრანში იყო, რომელიც თავიდანვე გათვალისწინებული იყო პროექტის ბიუჯეტში. არაერთხელ მითქვამს, რომ გაყიდული ბილეთებიდან და სასპონსორო პაკეტებიდან შემოსული თანხებით, ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუჯეტზე დაწოლა“, - აცხადებს გიორგაძე. კულტურის მინისტრის თქმით, კერძო სექტორის დაინტერესება ბუნებრივია ისეთი მასშტაბური პროექტით, როგორიც არის „Check In Georgia”. „ნებისმიერი პროექტის მიმართ, რომელსაც დიდი გამოხმაურება აქვს, როგორც საერთაშორისო ისე შიდა ბაზარზე, ბიზნესს აქვს ძალიან პრაგმატული ინტერესი, ყველას აქვს სურვილი მოხდეს მათი კომპანიის პოზიციონირება ამ პროექტის ფარგლებში. „Check In Georgia” გამონაკლისი არ არის; მან უპრეცედენტო დაინტერესება გამოიწვია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე, შესაბამისად, დიახ, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენები უერთდებიან ამ პროექტს - ეს არის ბიზნესის ძალიან ბუნებრივი სურვილი“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)