16:06 - 14 Jun, 2026
|
2016-05-03 18:57:09, 822 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილისა და ბიძინა კუჭავას საქმეების გამოძიება დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილისა და ბიძინა კუჭავას საქმეების გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. როგორც შოთაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიების დასრულების შემდეგ, საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწოდებენ. ამასთან, შოთაძის თქმით, პროკურატურა ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას საქმეების გაერთიანებას არ აპირებს, ვინაიდან, მისივე განმარტებით, აღნიშნულ ორ საქმეში სხვადასხვა ეპიზოდებია: "ერთ შემთხვევაში არის ჩვენი პროკურორის მკვლელობის საქმეზე გამოძიება, მეორე შემთხვევაში კი- ბიძინა კუჭავას დაკავების მომენტში თვითმკვლელობის ფაქტზე. ეს არის ორი ინდივიდუალური და დამოუკიდებელი გამოძიება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)