|
2016-05-03 17:33:12, 926 ნახვა
სამართალი
შსს-ს მაშველი შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამტრედიის სახანძრო- სამაშველო განყოფილების უფროსი ცოტნე შენგელია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. შსს-ს ინფორმაციით, ჩემპიონატში 22 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ცოტნე შენგელიამ 85 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა. საქართველოში დაბრუნებულ მსოფლიო ჩემპიონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და მეხანძრე-მაშველები დახვდნენ. ცოტნე შენგელია შერეული ორთაბრძოლებში 2012 წლის მსოფლიო თასის მფლობელი და 2015 წლის მსოფლიო ჩემოპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია. 2014 წელს იგი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ცოტნე შენგელია თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში საქართველოს ჩემპიონია. 2002 წელს მან თავისუფალ ჭიდაობაში აზიის ჩემპიონობა მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)