01:35 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 10:54:35, 636 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გამართულ რეგიონალურ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიება სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა (INL) და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ორგანიზებით, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  ჩატარდა.

სწავლების მიზანი იყო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ამ მიმართულებით თანამედროვე მეთოდების გაანალიზება და განხილვა, სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარება.

ნარკოტიკების  წინააღმდეგ  ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA)  სასწავლო აკადემიის ინსტრუქტორებმა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მეთოდების, საერთაშორისო დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევების, ორგანიზაციული საკითხების, ოპერატიული ღონისძიების დაგეგმვის და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმოხილვის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.

ტრენინგში, ქართველ სამართალდამცველებთან ერთად, პარტნიორი ქვეყნების – ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინის, ბულგარეთისა და რუმინეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics