13:01 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 20:04:59, 703 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მარტის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 3,4 % შეადგინა

„მიმდინარე წლის თებერვალ-მარტიდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური ინდიკატორები,  მარტის თვეში მშპ-ის ზრდის მაჩვენებელმა 3,4 % შეადგინა“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო, შემოტრიალდა. ჩვენ ვხედავთ ახალ სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვხედავთ რეალურ ზრდას ეკონომიკაში, რაც თითოეული ჩვენგანის ოჯახზე აისახება და ის წლიური პროგნოზი, რომელიც გვაქვს, აუცილებლად მიღწეული იქნება წელს. მართალია, ჯერ ადრეა ამაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ აპრილშიც ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი იქნება და შემდგომ თვეებშიც მოლოდინი კარგი გვაქვს“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პოზიტიური დინამიკაა სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც: მარტის თვიდან ეროვნული ვალუტის კურსი დაახლოებით 11 პროცენტით გამყარდა; ეკონომიკაში ნეგატიური მოლოდინების მინიმიზაციის შედეგად შემცირებულია ინფლაციის მაჩვენებელი, რომელიც ისედაც მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში იყო; ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები სახაზინო ფასიან ქაღალდებზე, რაც ეკონომიკაში გრძელვადიანი ნდობის აღდგენაზე მიუთითებს.
მიმდინარე წლის  თებერვალ-მარტში  გვაქვს ექსპორტის რეალური ზრდა. ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი  16%-ია. გაზრდილია სხვადასხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც. მოსალოდნელია, რომ  ეკონომიკის ზრდის ტემპები შემდეგ თვეებში უფრო მაღალი იქნება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics