|
2016-04-27 18:53:56, 806 ნახვა
ეკონომიკა
რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა
რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მედიის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ 107 ტონა მანდარინიდან დაახლოებით 40 ტონა - თურქული ხილი იყო, რომელზეც რუსეთში სანქციები მოქმედებს. მანდარინის პარტია საქართველოს ფოთის პორტიდან შემოვიდა. საქონლის გამგზავნად დასახელებულ იყო ქართული ფირმა, ფიტოსანიტარული სერტიფიკატები საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაცემული. შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ 40 ტონამდე მანდარინი თურქული იყო, დანარჩენი იყო აფხაზეთსა და საქართველოში მოყვანილი. რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ მანდარინის პარტია საქართველოში გაგზავნეს, ხოლო გადამზიდის წინააღმდეგ აღძრულია საქმე საქონლის შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების ან აკრძალვის დარღვევის მუხლით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)