03:19 - 14 Aug, 2026
|
2016-04-27 18:45:12, 796 ნახვა
სამართალი
ბაღდათის გამგებელს პატიმრობა შეეფარდა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელ ირაკლი გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ისინი ირაკლი გეგეშიძისთვის 230 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. გამოძიებას, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)