22:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 17:12:32, 614 ნახვა

საზოგადოება
ყიფშიძის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი ხდება

28 აპრილიდან  ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა  ცალმხრივი გახდება, აბულაძის ქუჩაზე კი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე,  ჭავჭავაძის გამზირიდან  ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება  აბულაძის ქუჩის გავლით უნდა გადაადგილდეს.

აბულაძის ქუჩაზე მოხვედრა, წრიული მოძრაობით, ყიფშიძის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, ამჟამინდელი მდგომარეობით, ყიფშიძის ქუჩის გეომეტრიული პარამეტრები ვერ უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების უსაფრთხო და შეუფერხებელ გატარებას, რის გამოც განსაკუთრებით პიკის საათებში გადაადგილებისას, წარმოიქმნება შეფერხებები, გაზრდილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობა.

აღნიშნული ცვლილების შედეგად: შემცირდება კონფლიქტური წერტილების რაოდენობა, როგორც ავტომობილებს შორის, ასევე, ავტომობილებსა და ქვეითებს შორის, რაც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების და ქვეითთა უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას;   გამოირიცხება მოძრაობის ინტენსივობაზე ტრანსპორტის შემხვედრი ნაკადის გავლენა, რაც შესამჩნევად შეამცირებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას; გაუმჯობესდება კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიებსა და ავტოსადგომებზე შესვლის პირობები,   შესამჩნევად გაიზრდება სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის სიჩქარე, შემცირდება შეფერხება საგზაო მოძრაობაში, რაც  ქუჩის გამტარუნარიანობას გაზრდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics