03:20 - 14 Aug, 2026
|
2016-04-27 12:11:51, 921 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 10 ქალია, 2 კი არასრულწლოვანი
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტით 95 მსჯავრდებული შეიწყალა. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღეს 69 მსჯავრდებული დატოვებს, მათგან 10 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა, მათგან 2 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია. ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის არ არიან განზრახ მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებული პირები. სულ შეწყალების კომისიამ განიხილა 597 პირის საქმე და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)