22:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 10:52:16, 623 ნახვა

საზოგადოება
სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრს პუბლიცისტი და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი ეწვია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, სადახლოს საზოგადოებრივ ცენტრს ლიტერატორი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ოქტაი ქაზუმოვი  ეწვია.

შეხვედრას 35 ადგილობრივი ახალგაზრდა დაესწრო. სტუმარმა ძირითადი დრო დაუთმო მშობლიურ და შესწავლილ ენებს, სახელმწიფო ენისა და უცხო ენის სწავლების მნიშვნელობას.

ოქტაი ქაზუმოვმა სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე ცოდნა განიხილა, როგორც კარიერული და პიროვნული წარმატების საწინდარი; ისაუბრა ქართულიდან აზერბაიჯანულ ენაზე მთარგმენლობითი საქმიანობის შესახებაც.

შეხვედრა, რომელიც განათლებისა და წიგნის მნიშვნელობას დაეთმო, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ოქტაი ქაზუმოვს თარგმნილი აქვს ქართული ლიტერატურული ნაწარმოებები აზერბაიჯანულად და აზერბაიჯანული პოეზია ქართულად, არის ავტორი პუბლიცისტური კრებულის.

აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები და შემეცნებითი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას ექნება მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის მიღების საშუალება. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება.

ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics