22:08 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 17:21:41, 671 ნახვა

საზოგადოება
რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი   ძველი ქართული ხორბლის ჯიშთგანახლებასა  და ელიტური თესლის წარმოებას ახორციელებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,  მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომელთა მიერ, ხუთი რეგიონის (ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი) 11 მუნიციპალიტეტის (ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, მცხეთა, სამტრედია, საგარეჯო, ხაშური) საცდელი ბაზის 27 ჰა ფართობზე განთავსებულია თავთავიანი კულტურების სელექციური ცდები.  რადგან, საქართველო ხასიათდება ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით, თითოეული ზონისთვის უნდა შეირჩეს ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული კულტურა და ჯიში და დადგინდეს მათი აგროსამრეწველო სისტემაში მოყვანის მიზანშეწონილობა.

უწყების ინფორმაციით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ელიტური სათესლე მასალის მიღების მიზნით, დათესილია საწარმოო (ვარძია, საული 9, ლომთაგორა-123, ტანია), ისტორიული ქართული (ახალციხის წითელი დოლი, თეთრი დიკა, შავფხა) და ჭვავის ჯიშების პირველადი მეთესლეობის სანერგეები.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან (CIMMYT­ICARDA) თანამშრომლობით ინტროდუქცირებული და საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული პერსპექტიული ფორმებით ხდება საწარმოო ჯიშების მაღალპროდუქტიული, დაავადებებისადმი გამძლე და გარემო სტრესების ამტანი ახალი ჯიშებით ჩანაცვლება (ჯიშთმონაცვლეობა). 

დღეისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი და ხარისხიანი რბილი ხორბლის 5 ჯიში, რომელიც გავრცელებულია საქართველოს ხორბლის მთესველ ყველა რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოში ხორბლის წარმოშობის პირველად კერადაა აღიარებული და 27 სახეობიდან ჩვენთან აღწერილია 14, მათგან 5 ენდემურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics