|
2016-04-26 15:57:43, 931 ნახვა
ეკონომიკა
მაია მელიქიძემ კომერციულ ბანკებში გათავსებული დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი არასამთავრობო სექტორთან განიხილა
კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე დღეს არასამთავრობო სექტორის, ფინანსური დარგის აკადემიური წრეების, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. „დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, რომელიც უნდა დაინერგოს, უზრუნველყოფს ფიზიკური პირების მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების დაზღვევას. თუ ბანკს გარკვეული პრობლემები შეექმნება, დეპოზიტარების თანხები უფრო მეტად დაცული იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც მიესალმება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. დღეს საუბარია იმაზე, რა ფორმით შეიძლება საქართველოში დაინერგოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. ძალიან ცოტაა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ეს სისტემა არ არსებობს", - განაცხადა მაია მელიქიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)