20:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 18:43:18, 699 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ეკო-დერეფანი პირველად მაღალმთიან აჭარაში მოეწყობა

აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში  KFW-ს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელთან ანდრეას ვეიტცელთან და WWF-ის კავკასიის პროგრამის წარმომადგენელთან ნუგზარ ზაზანაშვილთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მაღალმთიან აჭარაში ეკო-დერეფნების მოწყობის შესახებ KFW-ს ახალი საპილოტე პროექტი განიხილეს. პროექტი ,,კავკასიის ეკო-დერეფანი" გრძელვადიანია და მოიცავს 10-წლიან პერიოდს.

ეკო-დერეფნების პროექტის ბიუჯეტი საქართველოში დაახლოებით 2 მლნ.ევროს შეადგენს და გათვლილია ორმხრივ სარგებელზე: იგი ერთის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს ეკო-სისტემის გაუმჯობესებას რეგიონში. 

პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფას, ეკოლოგიური მიწათსარგებლობის პრაქტიკის ინიცირებასა და დანერგვას შერჩეული ეკოლოგიური დერეფნებისთვის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პროექტის მიზანს წარმოადგენს, რომ აღნიშნული ეკო-დერეფნები რეგიონული ეკოლოგიური ქსელის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამავდროულად პროგრამის მიზანია ტყის ფონდის დაარსება, რომელიც იქნება მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვის ინსტრუმენტი ეკოლოგიურ დერეფნებში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეკო-დერეფანი პირველად მაღალმთიან აჭარაში მოეწყობა.

პროექტი ,,კავკასიის ეკო-დერეფანი"  ბუნების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WWF-ის მიერ გერმანიის განვითარების ბანკის KFW მხარდაჭერით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics