|
2016-04-25 16:08:49, 1040 ნახვა
ეკონომიკა
თელავის აეროპორტი „მიმინო“ ოფიციალურად გაიხსნა
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის თელავის აეროპორტი „მიმინო“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. აეროპორტს ერეკლე მეორის სახელი მიენიჭა. გაიმართა საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო საშუალებებით. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის, სერგო ტეფნაძის განცხადებით, თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. ,აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის, საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გაივლიან,“ - განაცხადა სერგო ტეფნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)