|
2016-04-25 11:33:55, 1734 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარი აუქციონს აცხადებს
სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციამ სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადება დაიწყო. ელექტრონული აუქციონი 40-მდე სხვადასხვა კატეგორიაზე ეტაპობრივად გამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება: ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო); სიმინდის აპარატი (ელექტრო); სუვენირების დახლი; გასართობი აპარატი; გასართობი ატრაქციონი; სასეირნო ველოსიპედი (რიგშა); სანაყინე ჯიხურები; ელექტრო მობილი; ჩამოსასხმელი ლუდის (კასრი); ნაყინის აპარატი (ჩამოსასხმელი); საბავშო გასართობი კუთხე; ყავის კუთხე; ექსტრემალური პარკი; ბამბის ნაყინი (ელექტრო); ტირი; ფოტოჯიხური; სათვალის დახლი; 5დ ატრაქციონი; სასწორი; სამასაჟო კუთხე (პლაჟზე); საინფორმაციო დახლები; ბურახის კასრი; ბატუტი; ლიტერატურული კუთხე; სეგვეი (ორბორბლიანი ელექტრო ტრანსპორტი); ტენისის, ბილიარდის მაგიდა; გართობისა და კვების ობიექტი ( ბათუმი); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (კვარიათი); გართობისა და კვების ობიექტი (კვარიათი); საპლაჟო ინფრასტუქტურა (გონიო); გართობისა და კვების ობიექტი (გონიო); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მწვანე კონცხი); გართობისა და კვების ობიექტი(მწვანე კონცხი); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მახინჯაური); გართობისა და კვების ობიექტი(მახინჯაური); პლაჟების ბრენდირება; სასეირნო საბავშვო მანქანები; ქართული ღვინის კუთხე; ფლაერების დარიგება; საპრეზენტაციო დახლი. ბულვარის ადმინისტრაციამ, პირველ ეტაპზე აუქციონი ქ. ბათუმში, სანაპირო ზოლზე საპლაჟო ინფრასტრუქტურის განთავსებაზე გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის მსურველმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა, რეგისტრაცია www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ. აუქციონში გამარჯვებულ მოქალაქეებს, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბულვარში სამეწარმეო საქმიანობის განახორციელების საშუალება ექნებათ. დამატებით ინფორმაციისათვის, მიმართეთ ბულვარის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2. ან დაგვიკავშირდით ტელ: (0422) 27-88-08.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)