|
2016-04-23 11:02:34, 975 ნახვა
სამართალი
თაღლითობის ფაქტზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს ხელმძღვანელი პირები დააკავეს
საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, 5 138 493 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორი საწარმოს შპს „გუნორი“-ს ხელმძღვანელი პირები გიორგი ბორცვაძე, ავთანდილ რეხვიაშვილი და გრიგოლ ყურაშვილი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა 2015 წლის 15 აპრილიდან 2016 წლის 11 მარტამდე, საწარმოს მიერ იმპორტის რეჟიმით შემოტანილი საწვავის განბაჟებამდე, შემოსავლების სამსახურში წარადგინეს დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადების ყალბი მონაცემები, საწარმოს ანგარიშზე, დეკლარაციის დაზუსტების გზით ხელოვნურად გაზარდეს თანხა, რის საფუძველზეც აღარ გადაიხადეს კანონით გათვალისწინებული აქციზისა და დღგ-ს გადასახადები. ბრალდებულთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 5 138 493 ლარის ოდენობის ზიანი", - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)