|
2016-04-22 18:37:03, 1252 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობას პასუხობს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობას პასუხობს, რომლებმაც დღეს მთავრობის აპარატის წინ შუახევის ჰესის მშენებლობა გააპროტესტს. მოსახლეობამ მთავრობის აპარატში სპეციალური განცხადება შეიტანა, რომელშიც მათი მოთხოვნები და ხელმოწერები იყო წარმოდგენილი. როგორც აჭარის მთავრობის აპარატში აცხადებენ, მთავრობის წარმომადგენელი აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს გაეცნო და მათ საპასუხო წერილიც გადასცა. „აღსანიშნავია, რომ შუახევიჰესის მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც, რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით. ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 416 მილიონ ამერიკულ დოლარს. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია საქართველოს 730 მოქალაქე. შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატის ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. 2017 წლის გაზაფხულიდან ჰესი ოპერირებას დაიწყებს და საქართველოს ელექტროსისტემას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის აპარატის განცხადებაში. ამასთან, აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესები მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დამატებით იქნება შესწავლილი. „აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტში რამოდენიმე დღეა დაწყებულია კომისიის შექმნის პროცესი, კომისიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით ოფიციალური წერილები უკვე დაეგზავნა სხვადასხვა უწყებას. კომისიის მუშაოებაში ჩაერთვება აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სხვა უწყებების შესაბამისი სპეციალისტები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)