|
2016-04-22 11:10:20, 1033 ნახვა
ეკონომიკა
Art Boutique Hotel - „სენტა ჯგუფი" თბილისში ოთხვარსკვლავიან სასტუმროს ხსნის
„სენტა ჯგუფმა“ თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ოთხვარსკვლავიანი, 30- ნომრიანი სასტუმრო გახსნა. კომპანია "სენტა ჯგუფის" თანამესაკუთრემ ზაალ იაკობიძემ განაცხადა, რომ სასტუმრო, თბილისის მერიის პროგრამის - „იაფი კრედიტი“ -ს დახმარებით ააშენეს, შემდეგ კი, მართვაში გადასცეს ამ სფეროში მოღვაწე გამოცდილ კომპანიას. მისივე თქმით, "სენტა ჯგუფი" ძირითადად, ნავთობპროდუქტების მიმართულებით მუშაობს, თუმცა სამშენებლო ბიზნესშიც აქტიურად ოპერირებს. "სენტა ჯგუფს" ასევე ეკუთვნის ნუცუბიძის მესამე პლატოზე 12 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ზაალ იაკობიძემ იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო წარმატებით იმუშავებს. თაბუკაშვილის 33 ნომერში მდებარე სასტუმროს გახსნის ცერემონია დღეს 19 საათზე გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის არიან თბილისის მერი და მისი მოადგილეები.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)