|
2016-04-21 13:05:49, 978 ნახვა
სამართალი
ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირთა მშობლები საქმეზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვენ
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ პირთა მშობლები საქმეზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვენ. მირიან ბერიძის, გია ბახუნტარაძის და ჯამბულ აბდულაევის დედები აცხადებენ, რომ მათი შვილები უდანაშაულოები არიან და იარაღი სპეცსამსახურებმა ჩაუდეს. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავება იარაღის უკანონო ტარების გამო მოხდა და მხოლოდ 4 თვის შემდეგ აღიძრა საქმე ტერორიზმთან კავშირის მუხლით. დედები სირიაში წასულებთან ნათესაურ კავშირს არ უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ მათი შვილები მათ რადიკალურ შეხედულებებს არ იზიარებდნენ, მათ მხოლოდ მეგობრულ-ნათესაური მიმოწერა ჰქოდათ. „მოვითხოვთ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს მოეხსნას გრიფით „საიდუმლო“, რათა საზოგადოებას მონიტორინგის და კონტროლის შესაძლებლობა მიეცეს. მივმართავთ შსს-ს, ჩვენს მთავრობას, ტერორიზმთან ბრძოლით ადამიანის უფლებებს ნუ დაარღვევს,“, - განაცხადა მირიან ბერიძის დედამ, ნათელა ბერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)