16:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 10:40:57, 616 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ჩინეთში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხოელი ექსპერტების საქმეთა სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAFEA) მიერ ორგანიზებულ  საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციასა და  გლობალურ ინტელექტუალურ ფორუმში.

გლობალური ინტელექტუალურ ფორუმის გამოფენაზე წარმოდგენლი იყო  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტენდი, სადაც ფორუმის მონაწილე  ექსპერტები და  დაინტერესებული პირები გაეცნენ ცენტრის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომელთა გაცვლის საერთაშორისო ასოციაციასთან.

მემორანდუმის მიზანია ჩინურ და ქართულ მხარეებს შორის სამეცნიერო და ტექნიკური მიმართულების პერსონალის გაცვლის მხარდაჭერა, ერთობლივი პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მომსახურების სფეროებში.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომელთა გაცვლის საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან. ჩინეთის ინსტიტუტების მოთხოვნით და სოფლის მეურნეობის სამცენიერო-კვლევითი ცენტრის რესურსებზე დაყრდნობით, ცენტრს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს გამოცდილ საერთაშორისო ექსპერტებს ჩინეთის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის, უშუალოდ ცენტრიდან ან სხვა ორგანიზაციიდან ტექნოლოგიების გაცვლის მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics