|
2016-04-20 15:00:31, 1292 ნახვა
რეგიონი
სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში 125 ადამიანი გადამზადდა
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში ტურისტული ობიექტების მოქმედი თანამშრომლების გადამზადებას აგრძელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტრენინგი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს პიარ კომუნიკაციებში “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა ზვიად ელიზიანმა ჩაუტარა. ის ტურ ოპერატორებს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ ძირითადი საკითხების შესახებ ესაუბრა, რაც აუცილებელია ტურ სააგენტოების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და წარმატებისთვის. რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი ერთდღიან ტრენინგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურ სააგენტოების მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ატარებს. მიმდინარე წელს, სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში 15 ტრენინგი ჩატარდა, რის შედეგადაც ტურიზმის სექტორში არსებული სტანდარტების შესახებ 125 განთავსების, კვებისა და ტურისტული სააგენტოების მოქმედი თანამშრომელი გადამზადდა. პირველ კვარტალში ტრენინგები ძირითადათ განთავსების ობიექტების ადმინისტრატორებს, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლებს, კვების ობიექტების მენეჯერებს, მიმტანებსა და ტურ ოპერატორებს ჩაუტარდათ ონლაინ დაჯავშნების, საკვები პროდუქტების ინსპექტირების, სარესტორნო ბიზნესის მართვის, სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისა და პიარ კომუნიკაციების შესახებ. წლის ბოლომდე კი დეპარტამენტში 55-ზე მეტი ტრენინგია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება. „ჩვენს მიერ დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ნახლდება ვებ გვერდზე “Recommend.ge”. სურვილის შემთხვევაში, დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია მოგვმართოს ინიციატივით კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების თაობაზე. ჩვენი სატრენინგო ცენტრი დეპარტამენტის ბაზაზე ფუნქციონირებს და ტრენინგებს ძირითადათ მოწვეული ტრენერები ატარებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ შეთავაზებული ტრენიგები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)