|
2016-04-20 14:57:23, 788 ნახვა
ეკონომიკა
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის ფრენებზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" იწვევს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიას, რომ გამოხატონ ინტერესი რეგულარული ავიარეისების შესრულების თაობაზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" დაინტერესებულია გააფორმოს შესყიდვის ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც მზად იქნება განახორციელოს შიდა ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის ან ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად. კითხვების შემთხვევაში, 27 აპრილის ჩათვლით მიმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge შეთავაზების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 მაისი. დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ ბმულზე: http://www.airports.ge/images/stories/PDF/eoi.pdf
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)