16:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 13:28:24, 643 ნახვა

საზოგადოება
დავით სერგეენკო: კვლევის შედეგად, საქართველოში C ჰეპატიტით ავადობა ისევ მაღალია

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად,  საქართველოშო C ჰეპატიტით ავადობა ისევ მაღალია. 

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს სამინისტროს მიერ  2015 წლის შესრულებული სამუშაოსა და 2016 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას  აცნობს.

მისივე თქმით, ჰეპატიტით ავადობა განსაკუთრებით სამეგრელო-ზემო სვანეთშია მაღალი,სადაც დამატებითი ცენტრის შექმნას გეგმავენ, რათა უფრო მეტი პაციენტის მომსახურება და პროგრამაში ჩართვა უზუნველყონ.

იმ კვლევის შედეგად, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ჰეპატიტით ავადობა ისევ მაღალია,მეორე გამოიკვეთა რეგიონები, სადაც ეს განსაკუთრებით მაღალია, კერძოდ, ეს ეხება სამეგრელო-ზემო სხვანეთი რეგიონს, სადაც პრაქრტიკუად 2-ჯერ მაღალია ჰეპატიტით ავადობა, ამიტომ, ვფიქრობღ, ძალიან მოკლე დროში ამ რეგიონში შევქმნით დამტებით სიმძლავრეს დამატებით ცენტრს, რომელსაც შეეძლება ბევრად მეტი პაციენტის მომსახურება და პროგრამაში ჩართვა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics