16:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 09:36:51, 560 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა კონფლიქტურ რეგიონთან მდებარე საგუშაგო მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტურ რეგიონთან არსებული რუხის საგუშაგო მოინახულა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცებს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი მოადგილეებთან ერთად, სამეგრელოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოსაც ესტუმრა. შს მინისტრმა ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები და ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. გიორგი მღებრიშვილმა ჯარისკაცებთან ერთი დღე გაატარა, თანამშრომლების მუშაობის პროცესსა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს პირადად გაეცნო.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში განხორციელებული რეფორმების შედეგად, პირადი შემადგენლობის სოციალური პირობები გაუმჯობესდა, დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურები განვითარდა და თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა, სამეთაურო და სპეციალური დანიშნულების მანქანები შესაბამისი საკომუნიკაციო და მართვის საშუალებებით შეიარაღდა, რამაც მოსამსახურეთა სამუშაო პირობები და უსაფრთხოების კონტროლის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა.

შს მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მიმდებარე საგუშაგოებზე სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics