|
2016-04-18 12:41:58, 1284 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ხარისხის ნიშნის მსურველთა ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა
ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველთა ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა პროექტში ჩართული 30-ზე მეტი განთავსებისა და კვების ობიექტი შეამოწმა. მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადათ ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდა, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. მონიტორინგის ჯგუფმა ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ტურისტულ ობიექტებს წერილობითი რეკომენდაციები მიაწოდა. 1 მაისიდან ტექნიკურ შემოწმების მეორე ეტაპი დაიწყება, რომელსაც მხოლოდ ის განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსასწორებელი ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად სერვისის ხარისხის ტურისტულ ოებიექტებში „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს. „მოიტორინგის პირველადი შედეგები შეიძლება ითქვას დადებითია, თუმცა რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ხარვეზები დასახვეწი და გამოსასწორებელია. ჩვენ უკვე მივაწოდეთ წერილობითი რეკომენდაციები ობიექტებს, თუ რა და როგორ უნდა გამოასწორონ მონიტორინგის მეორე ეტაპის დაწყებამდე. მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით შევა სურსათის ეროვნული სააგენტო ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. 15 მაისიდან მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს ჩვენ რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარვუდგენთ და პირველი ივნისისთვის უკვე ერთობლივად გადავწყვეტთ ვინ მიიღებს ხარისხის ნიშანს “რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა. მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის აჭარაში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ექნებათ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)