|
2016-04-15 17:13:43, 1352 ნახვა
რეგიონი
პოლონელი ექსპერტები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ
რეგიონში მყოფ პოლონელ ექსპერტებს დღეს აჭარის ა/რ მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდნენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპერტები რეგიონში აჭარა-სილეზიის 2015-2016 წწ თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამა "სილეზიის გამოცდილების გაზიარება მუზეუმების მოწყობა-განვითარებასთან დაკავშირებით" მნიშვნელოვანია აჭარაში სამუზეუმო ცხოვრების განვითარების და ევროპული სტანდარტების დამკვიდრების კუთხით. 4 პოლონელი სტუმარი უკვე ერთი კვირაა ბათუმში იმყოფება და რეგიონის მუზეუმების თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მუზეუმებში არსებული ვითარების შეფასებას, სამუშაო შეხვედრების გამართვას და ვორკშოპების ორგანიზებას გულისხობს, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს პოლონეთში რეგიონის მუზეუმების თანამშრომლების პროფესიული გადამზადებას და ადგილზე პოლონური გამოცდილების გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ ქ. ბათუმის ყველა მუზეუმი რეაბილიტირებულია, თუმცა არსებობს მუზეუმების საგამოფენო სივრცეების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობისა და თანამშრომლეთა გადამზადების საჭიროება. პოლონელი ექსპერტები სწორედ ამ მიმართულებით მიაწვდიან რეკომენდაციებს და გადაამზადებენ ადგილობრივ თანამშრომლებს. აჭარის ა/რ მთავრობასა და სილეზიის სავოევოდოს (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის განვითარების შესახებ დადებული შეთანხმების ფარგლებში 2016 წელს იგეგმება სხვადასხვა პროექტის განხორციელება როგორც კულტურის სფეროში, ასევე ჯანდაცვის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროში.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)