|
2016-04-15 16:37:16, 850 ნახვა
სამართალი
ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და მარიხუანას შემოტანის უკანონო მცდელობა გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივმა ძაღლმა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 14 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“შემოსულ ავტომობილში აღმოაჩინა. როგორც “ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ავტომობილი, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ჰ.ა. მართავდა, რისკების პროგრამის საფუძველზე დაათვალიერეს. მათივე ცნობით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალური პოლიციის სადახლოს განყოფილებას. ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს14აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა.რუსეთის მოქალაქე მ.ჩ.-ისა და სომხეთის მოქალაქე მ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა მედიკამენტები PREGABALIN RIXTERდაTRAMADOL PARACETAMOL (შესაბამისად,14 და 20აბი). ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)