|
2015-02-20 12:34:07, 631 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
იუსტიციის მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა. თეა წულუკიანმა ფოკაში საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და რეგიონული სამსახურების თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებს, საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა. თეა წულუკიანი ქართული ენის მასწავლებელსაც შეხვდა, რომელიც 20 წელია, ფოკელ ბავშვებს ასწავლის. „ფოკაში, საზოგადოებრივ ცენტრში, მოვაწყვეთ შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებთან, ადგილობრივ ახალგაზრდებთან, სკოლის მოსწავლეებთან. ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც ქართული ენის შესწავლა პირველი კლასიდან დაიწყეს, კარგად სწავლობენ და გული სწყდებათ იმაზე, რომ თბილისელ და სხვა რეგიონის თანატოლებთან ვერ ახერხებენ ურთიერთობას ადვილად თოვლის, რელიეფის თუ სხვა გარემოებების გამო. იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაეხმარება ბავშვებს, რათა მათ იმოგზაურონ, უკეთ გაიცნონ საქართველო, გაიარონ ქართული ენის ინტენსიური კურსები“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის დისტანციური სწავლების კურსი 2014 წლის 20 მაისიდან დაიწყო. მის ფარგლებში 15-მდე ადგილობრივი მკვიდრი კვირაში ორ დღეს დისტანციურად ეუფლებოდა ქართულ ენას. იუსტიციის მინისტრი ფოკას საზოგადოებრივ ცენტრს სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. თეა წულუკიანი ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ფოკასა და წალკის მოსახლეობას შეხვდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)