10:44 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:33:45, 575 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარებისთვის გენდერის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ბენეფიციარებისთვის ორდღიანი ტრენინგი - „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“ -  ჩატარდა.

ცენტრის იფნორმაციით, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია გენდერის, გენდერული როლებისა და სტერეოტიების, ასევე გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის შესახებ. მონაწილეები გაეცნენ პროექტის ფარგლებში მომზადებულ "ქალთა გზავნილებს", რომელიც სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ქალების ჩართულობით შეიქმნა.

ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ ორგანიზებით  გაიმართა. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ტრენინგი მიმდინარეობდა პროექტის „ქალთა გზავნილები ახალგაზრდებს“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ.

ტრენინგები იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ჩატარდა. ცენტრის მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics