05:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 10:11:27, 593 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ანსამბლ „ბასიანის” კონცერტს დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია  და ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის” კონცერტს დაესწრნენ. 

თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ანსამბლ "ბასიანს" მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური მუსიკის განვითარებაში. 

"ბასიანის“ რეპერტუარი მოიცავს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშებს. მისასალმებელია, რომ ანსამბლი ამ ნიმუშებს უნიკალური საარქივო, ფონო და სანოტო ჩანაწერებიდან აცოცხლებს. უშუალოდ შეისწავლის სიმღერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე უფროსი თაობის გამოჩენილი ლოტბარებისა და მომღერლებისაგან" - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისის მერის თქმით, ახალგაზრდებში ტრადიციული ქართული სიმღერების და საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. "სწორედ ამიტომ, კვლავაც გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი" - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

საღამოზე ანსამბლი მსმენელის წინაშე განახლებული პროგრამით, საანგარიშო სოლო კონცერტით წარსდგა. 

ანსამბლი „ბასიანი“ 2000 წელს, უწმიდესისა დაუნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics