16:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 12:34:06, 390 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი: დავით ბაქრაძე ყველა მონაცემით პირველ ადგილზეა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი პეტრე ცისკარიშვილი NDI-ს კვლევებს ეხმაურება.

როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, ოცნების რეიტინგი კატასტროფულად იკლებს.

„მონაცემები დაახლოებით თანაბარია, მაგრამ ძალიან ბევრი რჩება ისეთი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა, არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას. ჩვენ ამ ხალხთან ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. ვიცით, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ელექტორატი გვყავს, მაგრამ ამის მიღმა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თვალი გავუსწოროთ იმ პრობლემებს, შეცდომებს, რაც წარსულში გვქონდა, ხალხს დავანახოთ, რომ ჩვენ ვისწავლეთ ამ შეცდომებზე და ამავდროულად დავანახოთ ჩვენი სამომავლო ხედვა - რა ტიპის რეფორმებს გავატარებთ იმისთვის, რომ ამ გაჭირვებიდან გამოვიყვანოთ ჩვენი ხალხი და ქვეყანა. რაც შეეხება მონაცემებს, ეს შუალედურია, გასაგებია, რომ ოცნების რეიტინგი კატასტროფულად იკლებს, მაგრამ ისევდა ისევ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიმატოთ ამომრჩეველი“, - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.

მან „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგზეც იუსაუბრა და განაცხადა, რომ ეს მისი პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა.

„დავით ბაქრაძე ყველა მონაცემით, როგორც სამსახურეობრივი საქმიანობის მოწონებით, ასევე პირადი სიმპატიით პირველ ადგილზე გავიდა, რაც ძალიან კარგია.  ეს დათოს პიროვნული და პარტიული საქმიანობის დამსახურებაა. ის მუდმივ შეხებაშია ხალხთან, დადის შეხვედრებზე, ისმენს მათ პრობლემებს, ცდილობს გადაწყვიტოს ეს პრობლემები და ხშირად წარმატებითაც. ასე, რომ მისი პიროვნული მონაცმეების, მუშაობის და რა თქმა უნდა პარტიის ბოლო პერიოდის მოღვაწეობის შედეგია ეს რეიტინგი“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics