16:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 19:35:04, 509 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრეს.
როგორც ტახტის მემკვიდრემ პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადა, ის საქართველოს შესახებ ბევრ ინფორმაციას ფლობს და დაინტერესებულია კონკრეტულ სფეროებში ინვესტიციების განხორციელებით.
თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა  აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს დაცულ, კონკურენტუნარიან, უსაფრთხო გარემოს სთავაზობს. მისივე თქმით, ქვეყანა სტაბიურობის კუთხით რეგიონში სამაგალითოა.
სასახლეში გამართული შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ სფეროებს შეისწავლის.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
საუბრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე საქართველოში მოიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics