|
2016-04-12 16:27:18, 893 ნახვა
სამართალი
მეგის ქარადავასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით სუს-ში ბრიფინგი გაიმართება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი ე.წ. მოდულის შენობაში 17:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც „ექსპრესნიუსს“ სუს-იდან აცნობეს, ბრიფინგი მეგის ქარადავასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით გაიმართება. ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთის ბრალდება წაუყენა. ქარდავას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ბრალის დადგენილებაში განმარტებულია, რომ მეგის ქარდავამ მკვლელობა რომან დუმბაძის მხრიდან საქართველოს ღალატის მიზეზით შეუკვეთა. ადვოკატი პროკურატურას რუსეთის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. მისივე განცხადებით, ძიება კრემლის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მიმდინარეობს და რუსეთს ქარდავას ექსტრადირების საფუძველს აძლევს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)