|
2016-04-12 15:57:28, 1433 ნახვა
კომენტარი
არჩილ ფრანგიშვილი: აკადემიური საბჭოს არჩევნები კანონთან სრულ შესაბამისობაში ჩატარდა
„რექტორის, კანცლერის, აკადემიური საბჭოს არჩევნები, კანონთან სრულ შესაბამისობაში ჩატარდა“, - ასე გამოეხმაურა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი მისი გადადგომის მოთხოვნით მიდმინარე ლექტორების აქციას. როგორც ფრანგიშვილმა აღნიშნა, ლექტორების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან აკადემიურმა საბჭომ მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება იურიდიულად სწორად მიიღო. „რექტორის, კანცლერის, აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა სრულ შესაბამისობაში კანონთან. განათლების სამინისტრომ ჩაატარა მოკვლევა და დაადგინა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არის აბსოლუტურად სწორი ამ საკითხებში. მათ მიმართეს სასამართლოს. ის რაც დღეს ხდება, არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე. ამ პიროვნებების საკითხი განიხილება ფაკულტეტის საბჭოებზე, მათ გადასცეს საკითხები ეთიკის კომისიას. ეთიკის კომისია სწავლობს მათ საკითხს. ესეც რა დღეს ხდება, არის პირდაპირი ზეწოლა ეთიკის კომისიაზე“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციები ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო. პროფესორებმა შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც პროფესორები აცხადებენ, აკადემიურმა საბჭომ, ფრანგიშვილი მესამე ვადით უკანონოდ აირჩია და მას განათლების მინისტრი მფარველობს. “ვაპროტესტებთ უკანონობას, რომელიც სუფევს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არჩევით ორგანოებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ერთი და იგივე პიროვნების ზედიზედ სამი ვადით არჩევა არ შეიძლება. ეს კანონი ჩვენთან უხეშად დაირღვა. მესამე ვადით არის არჩეული რექტორი, მესამე ვადით არის არჩეული კანცლერი, მესამე ვადით არის არჩეული აკადემიური საბჭოს 5 წევრი“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)