|
2016-04-11 15:55:55, 1469 ნახვა
რეგიონი
უჩამბაში უფასო სამედიცინო მომსახურება 150 პაციენტს გაეწია
შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურებით 150-მა პაციენტმა ისარგებლა. სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმებმა ჩაატარეს. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ადგილზე მიეღო ოფთალმოლოგის, ქირურგის, უროლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, პედიატრის, გინეკოლოგის და კარდიოლოგის მომსახურება. მორიგი სამედიცინო აქცია, 16 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემში, შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ და შუახევის მუნიციპალიტეტის ზამლეთის თემში შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმების მიერ ჩატარდება. აქციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და აჭარაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მხარდაჭერით იმართება. უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში ხოლოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 23 სამედიცინო ბრიგადის გასვლა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)