00:38 - 14 Aug, 2026
|
2016-04-10 11:07:11, 873 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია. პრესსამსახურში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია უწყების ვებგვერდზე რამდენიმე წუთში განთავსდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)