|
2016-04-08 16:33:15, 861 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: მიუხედავად იმისა, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, საქართველოს ეკონომიკა იზრდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, კოალიცია "ქართული ოცნება" ქვეყანაში და რეგიონში არსებული გარემოებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მედიის წარმომადგენელი დაინტერესდა, რამდენი პროცენტით შესრულდა "ქართული ოცნების" ხელისუფლების დაპირებები. ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. "მინდა გითხრათ, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, მათ შორის რეგიონში, აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რათა ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ბოლო პერიოდში მიუხედავად იმისა, რაც ხდება ჩვენს რეგიონში, საქართველოს ეკონომიკა იზრდება, იზრდება სტაბილურად",-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)