|
2026-08-12 21:41:52, 730 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც სომხეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, უკრაინის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა. მხარეებმა სომხეთ-უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ლიდერებმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთ-უკრაინას შორის ურთიერთობები სულ უფრო კონსტრუქციული ხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)