|
2026-08-06 13:12:34, 377 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი – ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდას ავრცელებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც კატასტროფული სიტუაცია იყო
სტატისტიკა აჩვენებს, რომ დღეს საქართველოში მკვლელობის დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი პრაქტიკულად 100 პროცენტს უტოლდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, საქართველო 2026 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. „ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ასრულებს. მათი მთავარი ამოცანა საქართველოში სიტუაციის არევა, ეკონომიკის დანგრევა, ქვეყნის გაღატაკება და, საბოლოოდ, საქართველოს ომში ჩათრევაა. გარედან მართულ ამ საშიშ პროცესებს აქვს კიდევ ერთი მიზანი – საზოგადოება დაზაფრონ, დააშინონ, მუდმივად ნეგატიური ამბებით დაამძიმონ ფონი, რათა შემდგომ მარტივად მოახდინონ მანიპულაცია ხალხზე. ცხადია, ამ ყველაფერს გონიერი ქართველი ხალხი არ წამოეგება, მაგრამ ის ფაქტი, რომ გარედან მართული ფსევდომედია დღეს სწორედ ამ დავალებას ასრულებს, ცალსახაა. ალბათ ბოლო პერიოდში ბევრჯერ გსმენიათ უცხოეთიდან დაფინანსებული მედიით, რომ თითქოს საქართველოში მუდმივად მკვლელობები ხდება და კრიმინოგენური სიტუაცია უკონტროლოა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ის ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდირებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც მართლაც რომ კატასტროფული სიტუაცია იყო. ქვემოთ მოცემული ბანერი ასახავს მკვლელობის სტატისტიკას და კარგად ჩანს, რომ დღეს საქართველოში ეს უმძიმესი დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი პრაქტიკულად 100% უტოლდება. ამ დროს, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პირობებში, წელიწადში საშუალო სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღე კლავდნენ ადამიანებს, ხოლო გახსნის მაჩვენებელი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. აი, ეს ხალხი პროპაგანდირებს დღეს კრიმინალური სიტუაციით, ამ დროს კი საქართველო 2026 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა“, – წერს იონათამიშვილი.
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
ირაკლი კირცხალია - გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის მაგალითია იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების სია, მათ შორის არიან სუხიშვილები, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე
სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)