08:07 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-06 13:01:42, 300 ნახვა

საზოგადოება
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მეუფე გერასიმემ უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას გარდაცვლილი შვილის, ლანა ლატარიას "სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა."

"ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის." - წერს საპატრიარქო.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში მებრძოლმა ზაალ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გარდაცვლილი შვილის, ლანა ლატარიას ეკლესიაში დასვენებაზე უარი უთხრეს. გავრცელებული ცნობით, 26 წლის გოგოს წესი აუგეს.

უარის თქმის მიზეზს სოციალურ ქსელში დღემდე განიხილავენ და ლატარიას უკრაინაში ბრძოლასაც უკავშირებენ, თუმცა როგორც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, საბაბი ქალის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

ზემოთხსენებულ ფაქტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, მამა ანდრია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არასდროს ეკლესიას უკრაინაში მებრძოლი ადამიანისთვის "შემზღუდავი ნორმა" არ დაუდგენია.

"სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, ეს უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა." - ამბობს დეკანოზი ფორმულასთან.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics