10:09 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-03 17:53:32, 950 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება

კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობას" არავითარი შანსი არ აქვთ მათ სამომავლოდ. 

„ეს არის პარტია, რომელიც ამ დასუსტებულ ოპოზიციაშიც კი მეორე ადგილზე გავიდა. არავითარი შანსი არ აქვთ მათ სამომავლოდ. არის შიდა დაპირისპირებები რაც საბოლოო ჯამში არის ოპოზიციის სისუსტის გამოვლინება. მათ პარტიის შიგნითაც კი აქვთ დაპირისპირებები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიანიშნებს მათ სისუსტეზე და მნიშვნელოვანია, ასე გაგრძელდეს პროცესები, ასეთი პოლიტიკური ძალების ადგილი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, ჯანსაღ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ნამდვილად არ არის. კოლექტიური „ნაცმოძრაობა" არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics