|
2016-04-06 15:16:19, 873 ნახვა
სამართალი
ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო
ლონდონის სასამართლომ დავით კეზერაშვილი უდანაშაულოდ სცნო და მის საქართველოში ექსტრადირებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე ჰოვარდ რიდლი თავის გადაწყვეტილებას 31 გვერდიან დოკუმენტში დეტალურად განმარტავს. როგორც სამოტივაციო ნაწილშია ნათქვამი, საქართველოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და ექსტრადირების შემთხვევაში არსებობდა რისკი, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკური სპეკულაციისგან თავისუფალი არ იქნებოდა. დავით კეზერაშვილის ადვოკატის შოთა მინდელის თქმით, სამოტივაციო ნაწილში საუბარი მხოლოდ კეზერაშვილზე არ ყოფილა. "მათ შორის საუბარი არ არის მხოლოდ კეზერაშვილზე, აქ მოყვანილია მთელი მონაცემები წინა ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებისა, რომლებიც დღემდე განიცდიან პოლიტიკურ დევნას“, - განაცხადა მინდელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)