00:39 - 14 Aug, 2026
|
2016-04-06 13:53:43, 812 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოში ჩხუბის გამო რამდენიმე პირი დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „თავისუფალი ზონის“ წევრებს და ჟურნალისტ ზაზა დავითაიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მხარეების მხარდამჭერებიც მონაწილეობდნენ. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის ორივე მხარის წარმომადგენლები არიან. დაპირისპირება დარბაზში დაიწყო და შემდეგ გარეთ სასამართლოს ეზოში გაგრძელდა. პროცესზე ზაზა დავითაიას ცემის ფაქტი განიხილებოდა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები თავისუფალი ზონის“ წევრები ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია არიან. საპატრულო პოლიციის ჩარევის შედეგად დაპირისპირება განიმუხტა. სასამართლოში ამ დროისთვის სიმშვიდეა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)