2016-04-05 22:29:11, 519 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი: სიის პირველი ნომერი პრემიერი იქნება
"სიის პირველი ნომერი პრემიერი იქნება" - ამის შესახებ მმართველი გუნდის ლიდერმა, გია ვოლსკიმ "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ის სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და მას მედიის მიერ დაგეგმილ „ნაღმს“ უწოდებს.
"ეს მინისტრების ცვლილებების ცვლილებაზე არაა მხოლოდ გათვლილი, გათვლილია იმ ნაღმებზე, რომელზეც საუბრობს მედია, მაგალითად ქვორუმს შეექმნას პრობლემა. პარლამენტმა უნდა იმუშაოს მშვიდად, ამისთვის საჭიროა შეთანხმებული კოორდინაციული მუშაობა იმ პარტიებთან, რომლებმაც კოალიცია დატოვეს,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკიმ კოალიციის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს, რა კონფიგურაციის იქნება მომავალი პარლამენტი. წარმატების შემთხვევაში კი, მომავალ პარლამენტში თემატური უმრავლესობისა და კოალიციის შექმნა არ გამორიცხა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან