|
2026-07-09 12:31:19, 1564 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებისთვის მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამართა, რომლის ფარგლებშიც კომპანიის გუნდმა გლობალური ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციები, საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო და საცხოვრებელი უძრავი ქონების, ტურიზმისა და ლოგისტიკის სექტორების განვითარების მოლოდინები წარადგინა. ღონისძიების მიზანი პარტნიორებისთვის თიბისი კაპიტალის უახლესი მაკროეკონომიკური და სექტორული შეფასებების გაზიარება იყო. როგორც საინვესტიციო ბანკი და ეკონომიკური მრჩეველი, თიბისი კაპიტალი რეგულარულად ამზადებს კვლევებსა და ანალიტიკურ მიმოხილვებს, რომლებიც ბიზნესს, ინვესტორებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ეკონომიკური გარემოს შეფასებასა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. პრეზენტაციის ფარგლებში განხილული ძირითადი თემები იყო მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და მათი გავლენა გლობალურ ბაზრებზე, საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, ასევე საცხოვრებელი უძრავი ქონების, ტურიზმისა და ლოგისტიკის სექტორებში არსებული ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ გლობალურ და ადგილობრივ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობასა და საინვესტიციო გარემოზე. თიბისი კაპიტალი საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კორპორატიულ, ინსტიტუციურ და საერთაშორისო პარტნიორებს საინვესტიციო ბანკინგის, საბროკერო, კვლევით და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის მაკროეკონომიკური, სექტორული და კაპიტალის ბაზრის კვლევები წარმოადგენს მნიშვნელოვან ანალიტიკურ საფუძველს ბიზნესისთვის, ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეკონომიკური გარემოს შეფასებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)