|
2026-06-06 16:13:28, 4919 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების ინტერესების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტად რჩება და ყველა სამომავლო გადაწყვეტილება ამ მიზნის გათვალისწინებით იქნება მიღებული. ეს განცხადება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გაკეთდა, სადაც მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან, ასევე სამომავლო მკურნალობის გეგმებთან და პაციენტთა მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები წამოიჭრა. სარჯველაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, პირველ რიგში, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ამ დაავადების მქონე პირთა ეფექტური მოვლისა და მხარდაჭერის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები. ჯანდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ მსგავსი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)