|
2026-06-04 17:11:37, 4300 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე აშშ-ზე - ჩვენი ტრაექტორია უცვლელია
ივანიშვილის დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ, აშშ-ს სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ოცნების "ტრაექტორია უცვლელია" "ჩვენი ტრაექტორია უცვლელია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ იცის - ვითხოვთ ძალიან მარტივს: პატივისცემას, თანასწორობას და ამაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ზუსტად ამ კუთხით ჩვენი ტრაექტორია ფიზიკურად ვერ შეიცვლება და იმედი გვაქვს, რომ ის ტრაექტორია, რომელიც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას, რომელიც ზემოდან ყურებით და ამავდროულად გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე სისტემურად და სისტემატურად არღვევდა საქართველოსა და აშშ-ში წლობით ნაშენებ ურთიერთობებს, ეს ყველაფერი შეიცვლება და ამავდროულად სიტყვით გაცხადებული, გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები გადაითარგმნება ქმედით, ხელშესახებ ქმედებებში. ჩვენ გვჭირდება გზამკვლევი, სადაც გაწერილი იქნება ის ნაბიჯები თუ რამ უნდა მოგვიყვანოს რეალურ და არა ფურცელზე დაწერილ პარტნიორობასთან." - ამბობს არჩილ გორდულაძე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)